შთაბეჭდილებები

            how i became stupid - ანუ როგორ გავხდი იდიოტი


როდესმე მოგდომებიათ გამხდარიყავით იდიოტი?:)
სასცილოდ და ალოგიკურად ჟღერს ეს კითხვა, ვიცი, თუმცა ამ
წიგნის გმირს ანტუანს აქვს სურვილი გახდეს იდიოტი... 
რადგანაც თვლის რომ ზემეტი ცოდნა უბრალო თავისტკივილია,
რომლის დროსაც არავინ თანაგიგრძნობს.
პირველი მეთოდი რომელსაც ის მიმართავს ალკოჰოლიზმია,
თუმცა მას 'ალკოჰოლიკობაც' არ შეუძლია თუ სასმელის ისტორიას ძირფესვიანად არ შეისწავლის,
ამის მერე ანტუანი კიდევ მიმართავს სხვადასხვა ხერხებს, რაც შეგიძლიათ თავად ამოიკითხოთ წინში... <3
მე გირჩევთ წაიკითხოთ, საინტერესოა, ადვილად წასაკითხი, დაისვენებთ კითხვის პროცესში თან დაგაფიქრებთ ამა ქვეყნისა ამაოებებზე...
შეგიძლიათ წიგნი ნებისმიერ მაღაზიაში შეიძინოთ, სადაც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წიგნები იყიდება, ან თუნდაც ონლაინ ... )
ქეთა
   ესეც ლინკი <3 

 
                   the winner stands alone - ანუ გამარჯვებული მარტოა


ეს ბრაზილიელი მწერლის პაულო კოელიოს უკანასკნელი წიგნია, რომელსაც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გვთავაზობს.
სათაური დამაინტრიგებელია, დიახ, ნამდვილად! წიგნი კი მართლაც მშვენივრად შლის სათაურს.
2 კვირაც არ იქნება რაც მის კითხვას მოვრჩი, საერთოდ დიდი ინტერესით ველოდი ამ წიგნის ქართულ თარგმანს. (სულაკაურის გამომცემლობაში კიდევ 7 წიგნს შეხვდებით პაოლოს შემოქმედებიდან, იმედს ვიტოვებ რომ, როგორც ყოველთვის კიდევ გაგვანებივრებენ კოელიოს 3–4 წიგნით მაინც) .
პირადად მე ყველას ვურჩევდი მის წაკითხვას, ისეთ საიდუმლოებს ხდის წიგნში ფარდას! მმმ :>
წაკითხვად და დაფიქრებად ნამდვილად ღირს. თვით ელი სააბი და კიდევ ბევრი ცნობილი პიროვნება აწვდიდა ავტორს კულუარულ ინფორმაციას...
კინოსა და განსაკუთრებით კანის ფესტივალის მოყვარულებს დააინტერესებთ ეს წიგნი, ასევე მომავალ ბიზნესმენებსა და მსახიობებს, თუნდაც რეჟისორებს, ასევე შეყვარებულ ადამიანებს და იმათაც ვინც კიდევ ეძებს საკუთარ ბედს ... <3
4 ადამიანის განსხვავებული, მაგრამ თან მსგავსი ცხოვრება... რითია მათი ცხოვრება მსგავსი?! ისინი იმდენად არიან თავბრუდახვეულები მოსალოდნელი თუ უკვე არსებული წარმატებით, რომ მზად არიან დაუფიქრებლად გადაიტანონ მეორე პლანზე საკუთარი ბედნიერება და საყვარელი ადამიანებიც კი. მეტს არაფერს გეტყვით :>
ვიცი დაგაინტერესათ :)
შეგიძლიათ წიგნი ნებისმიერ მაღაზიაში შეიძინოთ, სადაც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წიგნები იყიდება, ან თუნდაც ონლაინ ... )
ქეთა
ესეც ლინკი (დააჭირეთ აქ) :)) <3

5 comments:

  1. dzalian damainteresa, waviitxav aucileblad :)

    ReplyDelete
  2. გვიხარია რომ დაგაინტერესა )

    ReplyDelete
  3. არ მიყვარს კოელიო. ორი წიგნი ვიყიდე და ორივე გავაჩუქე. გადაგდებდა დამენანა. წიგნია მაინც

    ReplyDelete
  4. მემგონი რომ არ მიგიღია სწორი გადაწყვეტილება :)
    თუ დაუფიქრდები ძალიან საინტერესოა! <3

    ReplyDelete

გაგვიზიარეთ თქვეი აზრი – ჩვენ ეს გვაინტერესებს <3