Monday, May 14, 2012

პირველი კვირის რეპორტი ♥

პირველ რიგში, ბიტნიკები და ბაკურ სულაკაური გამომცემლობა გიძღვნით გულთბილ სალამს ინტერნეტ სივრციდან :) ესეიგი, რა ხდებოდა პირველ კვირაში?! როგორც ხედავთ შევქმენით ბლოგი, შევქმენით facebookის  გვერდი, რომელსაც დღითი დღე ემატება ლაიქერების რაოდენობა, რაც როგორც ჩვენი ბლოგის პოპულარობაზე მიანიშნებს, ასევე მოქმედებს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ცნობადობის გაზრდაზე.
დავწერეთ რეცენზია სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოცემულ წიგნზე – გამარჯვებული მარტოა, მისი ავტორი ბრაზილიელი მწერალი და ბესტცელერების ავტორი პაოლო კოელიოა, გამომცემლობას მისი 8 წიგნი აქვს თარგმნილი და გამოცემული. რაც ასევე ხელს უწყობს წიგნებით დაინტერესებას... გამოვაცხადეთ ბლოგერების კონკურსი, მათ ვთხოვეთ დაეწერათ თუ რას ნიშნავს მათთვის წიგნი, პირველი 3 ადგილი მოიგებს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობიდან სასურველ წიგნს. ასევე ერთ–ერთმა ბლოგერმა  დაწერა ჩვენი პროექტის შესახებ. რამდენიმე ნაშრომი დაიდება ეტაპობრივად. მემგონი ჯობს რომ მოკლე და გასაგები იყოს ჩვენი რეპორტი – პირველი კვირაა, განვითარება მოჰყვება ძალიან საინტერესო, ბევრად საინტერესო ვდრე პირველი ნბიჯები იყო, რომელიც ასევე ზრუნავდა გამომცემლობის ცნობადობასა თუ წიგნის კითხვის პროპაგანდაზე. გვინდ თანმიმდევრულად და ნაბიჯ–ნაბიჯ წავიდეთ...
ახლა დროებით ჩვენო ერთგულო მკითხველებო.
გამომცემლობის ახალი წიგნების მონახულება  და წაკითხვა არ დაგავიწყდეთ.
ერთად ვიკითხოთ მეტი! ♥
ასევე ჩვენ კონკურსში ვლინდება ხალხის სიმპატიაც, ფეისბუქის გვერდზე ლაიქების მეშვეობით.
პ.ს სულ ახლახან მივიღეთ კიდევ ერთი ბლოგერის 'ნააზრევი' რომლის გვერდის ლაიქერების რაოდენობა 1500მდე აღწევს :)
ბიტნიკები.

No comments:

Post a Comment

გაგვიზიარეთ თქვეი აზრი – ჩვენ ეს გვაინტერესებს <3